ერდოღანმა პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელებისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც ერდოღანმა განაცხადა, თურქეთი აგრძელებს ყველა მხარის წინაშე საჭირო ინიციატივების მიღებას მარცვლეულის ექსპორტის შესახებ, რათა სტამბოლის მემორანდუმის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები იქნეს გადაჭრილი.

„პრეზიდენტი ერდოღანი დარწმუნებულია, რომ ისინი დაამყარებენ თანამშრომლობას, რომელიც მიმართულია ამ და სხვა მრავალი საკითხის გადაჭრისკენ. ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ მარცვლეულის კრიზისი კონსტრუქციულად მოგვარდება, ის ასევე წაახალისებს ნაბიჯების გადადგმას მოლაპარაკებების დასაბრუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 29 ოქტომბერს განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად რუსულმა უწყებამ სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული „თავდასხმები“ დაასახელა. მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმებიდან არ გადის, არამედ მას დროებით აჩერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები