მაია სანდუ: კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად ცდილობენ მოლდოვის დესტაბილიზაციას
კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად ცდილობენ მოლდოვის დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუმინულ გამოცემა Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ პროტესტი წამოიწყეს, რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციაზე მუშაობენ.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ კორუმპირებული ჯგუფების კოალიციას, რომელმაც მოლდოვაში ბევრი ფული მოიპარეს, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებს, პრორუსულ პარტიებს – ყველას საერთო მიზანი აქვს – მოლდოვის დესტაბილიზაცია. ისინი სათავისოდ იყენებენ იმ სირთულეებს, რომლებსაც მოქალაქეები აწყდებიან. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ, რათა დავიცვათ დემოკრატია“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ