დმიტრო კულება: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმები გენოციდის ნაწილია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, არსებობს ფორმალური საფუძველი იმისა, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები გენოციდის ნაწილად იქნეს მიჩნეული.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებისთვის სინათლისა და სითბოს მომწოდებელი ობიექტების დაბომბვა სისტემატურად მეორდება და რუსეთი ამგვარი ქმედებების მიზანს არ მალავს.

„რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია. მათი სისტემური ხასიათისა და რუსული პროპაგანდისა და ჩინოვნიკების თანმდევი კომენტარების გათვალისწინებით, ეს დარტყმები უნდა განიხილებოდეს უკრაინელი ხალხის გენოციდის ნაწილად. გენოციდის შესახებ კონვენციაში მკაფიოდ არის ნათქვამი: გარკვეული ჯგუფის საცხოვრებელ პირობებზე განზრახ ზემოქმედება მისი ფიზიკური განადგურების გათვლით ნაწილობრივ ან მთლიანად არის გენოციდი“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები