მაკრონი უკრაინას ზამთრისთვის მზადებაში დაეხმარება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა და მოახლოებული ზამთრისთვის მომზადებაში დახმარებას დაჰპირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინას ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით. მან მიუთითა, რომ საფრანგეთი ამ კუთხით დახმარებას გააძლიერებს“, – ნათქვამია კომუნიკეში.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 13 დეკემბერს პარიზში მოსახლეობის მხარდაჭერის საერთშორისო კონფერენციას მოაწყობენ.
„გარდა ამისა, შეთანხმდნენ ორმხრივი კონფერენციის ორგანიზებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ფრანგული კომპანიების მობილიზებას, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება“, – დასძინეს ელისეის სასახლეში.