CNN: ირანი რუსეთისთვის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გეგმავს

ირანი რუსეთში იარაღის 1000-მდე ერთეულის გაგზავნას გეგმავს, მათ შორის, მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების და ახალი დრონების ჩათვლით.

ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ იარაღის გადაცემა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის, რადგან რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან უპირატესობას ნიშნავს.

ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ტვირთის ჩასვლის ზუსტი დრო უცნობია, ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ იარაღის მიწოდება 2022 წლის ბოლომდე მოხდება.

ამასთან, ინფორმაციას პენტაგონში არ ადასტურებენ.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე თქვა, “ჩვენ ვნახეთ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იარაღის სავარაუდო მიწოდების შესახებ. კიდევ ერთხელ, მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები