რუსეთმა “სპეცოპერაციის” ზონაში მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 87 ათასი ადამიანი გაგზავნა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 300 ათასი მამაკაციდან, “სპეცოპერაციის” ზონაში 87 ათასი პირია გაგზავნილი.

მისი ინფორმაციით, მობილიზებულებთან, დაახლოებით, სამი ათასი ინსტრუქტორი მუშაობს, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება სამხედრო მსახურების დროს მიიღეს.

“პოლიგონებზე ფორმირებული ქვედანაყოფების საბრძოლო კოორდინაცია სრულდება. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია საველე წვრთნებზე, კავშირგაბმულობის, ნავიგაციისა და დაზვერვის უნარზე. მუშაობაში სამი ათასზე მეტი ინსტრუქტორი იყო ჩართული, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მიიღეს“, – თქვა შოიგუმ.

მისი თქმით, სასწავლო ცენტრები ამზადებენ საბრძოლო მანქანებისა და ტანკების ეკიპაჟებს, არტილერისტებს, სნაიპერებს, დროების მართვის სპეციალისტებს და სხვებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა იგეგმებოდა.

31 ოქტომბერს კი, მისივე განკარგულებით, ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები