“როგორ შეიძლება მოლაპარაკებების შესაძლებლობის განხილვა, თუ მეორე მხარეს ჩვენთან საუბარიც არ სურს, დაველოდებით” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კიევს მოსკოვთან მოლაპარაკებების სურვილი არ აქვს.

მისი თქმით, ამჟამად შეუძლებელია რაიმე მოლაპარაკებებზე საუბარი, როდესაც “კიევმა საკუთარ თავს ჩვენთან საუბარი აუკრძალა”.

ამის შესახებ მან სოჭში, სომხეთისა და ზერბაიჯანის პირველ პირებთან გამართულ სამმხრივ სამიტზე თქვა.

“წინასწარ მოლაპარაკებებზე საკუთარი პოზიციის გამოტანა ზოგჯერ არამიზნობრივია იმისთვის, რომ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს მიაღწიო. ზოგჯერ ეს სულ ბოლოს უნდა გააკეთო, ან ისეთი პირობები წამოაყენო, რომელსაც დიპლომატები უწოდებენ -“მოთხოვნადს” და ამის შემდეგ ეტაპობრივად იმოძრაო საერთო მაჩვენებლამდე, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებდა. მაგრამ შეთანხმების მიღწევისთვის უნდა დაჯდე მოლაპარაკებათა მაგიდასთან და დაიწყო საუბარი. სტამბოლში შევთანხმდით მათთან, თვითონ კი შემდეგ ყველაფერი ნაგავში გადააგდეს, ახლა საკუთარ თავს აუკრძალეს ჩვენთან რამეზე საუბარი. როგორ შეგვიძლია ამჟამად მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობების განხილვა, თუ მეორე მხარეს ჩვენთან საუბრის სურვილიც არ აქვს. დაველოდებით, იქნებ, მომწიფდეს რაიმე ხელსაყრელი პირობები. ჩვენი კეთილი ნება ცნობილია, ის არ შეცვლილა”, – თქვა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები