რუსებმა დრონებით პოლტავა დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით პოლტავა დაბომბეს.
ამის შესახებ პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, დიმიტრი ლუნინმა ტელეგრამში დაწერა.
“პოლტავაში აფეთქებების ხმა ისმის. თავშესაფრებში ვრჩებით. დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით”, – დაწერა მან ღამის 02:00 საათზე.
მოგვიანებით, მანვე დაწერა, რომ იერიში დრონებით ხორციელდება, “მათგან სამი ჩამოგდებულია, ვრჩებით თავშესაფრებში”.
ლუნინის ინგორმაციითვე, ოთხი დრონი საოლქო ცენტრში სამოქალაქო ობიექტზე ჩამოვარდა, გაჩნდა ხანძარი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.