უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ნორვეგიის არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადადის

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ნორვეგიის მთავრობა გეგმავს, რომ არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანოს.

როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტერემ განაცხადა, საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებული დონე უზრუნველყოფს იმას, რომ ნორვეგია კარგად მომზადებული იყოს და მოქმედება შეეძლოს მაშინ, როდესაც ქვეყანა უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე სერიოზული სიტუაციის წინაშე დგას.

„უკრაინაში მიმდინარე ომი აუცილებელს ხდის, რომ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო უფრო ფხიზლად იყოს“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები