ნედ პრაისი: რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტა მყისიერ და საზიანო გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე
რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტა მყისიერ და საზიანო გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„ინიციატივის ნებისმიერი შეფერხება სურსათზე ფასების მატების რისკს ქმნის, კიდევ უფრო დიდი სიღარიბის წინაშე დააყენებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, რომლებიც უკვე განიცდიან მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს და გლობალურ სასურსათო დაუცველობას“, – განუცხადა პრაისმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 29 ოქტომბერს განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად რუსულმა უწყებამ სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული „თავდასხმები“ დაასახელა.