მოლდოვამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, – CNN-ის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება, დიპლომატის გაძევების თაობაზე, რუსეთის ელჩს, ოლეგ ვასნეცოვს უკვე ეცნობა.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მეზობელ ქვეყანაზე სარაკეტო თავდასხმებია, რომელიც უსაფრთხოების რისკების შემდგომ ესკალაციას იწვევს.

მათი თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მოლდოვას ენერგო უსაფრთხოებას „მზარდ საფრთხეს უქმნის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები