რუსეთმა უკრაინის 10 რეგიონში დღევანდელი იერიშით 18 ობიექტი დააზიანა
რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის 10 რეგიონზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს 18 ობიექტია დაზიანებული, რომელთა უმეტესობა ენერგეტიკულია.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
“უკრაინის შვიდ რეგიონში ასობით დასახლებული პუნქტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, თუმცა, შედეგები შესაძლოა, გაცილებით უარესი ყოფილიყო. მაგრამ, გმირული და საჰაერო თავდაცვის პროფესიონალური მუშაობის შედეგად, ჩვენი ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული 50 რაკეტიდან 44 იქნა მოგერიებული. მადლობა მეომრებს, რომლებიც ჩვენს ცას იცავენ. ასევე, მადლობა ენერგეტიკოსებს, რომლებიც ამ წუთებში რუსული თავდასხმების შედეგების აღმოფხვრას ცდილობენ. სარემონტო ჯგუფები სრული დატვირთვით მუშაობენ”, – დაწერა მან.
მისი თქმით, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის და ზაპოროჟიეს რეგიონებში ლოკალური საავარიო გამორთვა გრძელდება.