“ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს, მეთანხმებით?” – პუტინი ფაშინიანს მიმართავს

სოჭში რუსეთის პრეზიდენტის და სომხეთის პრემიერმინისტრის პირისპირ შეხვედრა დასრულდა, რომელზეც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება განიხილებოდა, – იტყობინება რუსული მედია.

როგორც კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, ახლა მთავარი ამოცანაა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ასევე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვა.

„ეს კონფლიქტი უკვე ათწლეულებია – გრძელდება, ამიტომ, საჭიროა მისი ოდესღაც დასრულება, მეთანხმებით? მე ვიცი, რომ თქვენ ამის პოლიტიკური ნება გაქვთ და ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა პუტინმა.

სოჭში დღეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთს პირველი პირების სამიტია დაგეგმილი.

როგორც პუტინმა თქვა, მნიშვნელოვანია – სამიტზე გამოიკვეთოს ის საკვანძო პუნქტები, რომლებიც მხარეებს ამ საკითხის გადაჭრის წინსვლაში დაეხმარება.

შესაძლოა, რომ სამმხრივ სამიტზე მხარეები რუსეთის სამშვიდობოების მანდატის 10-20 წლით გახანგრძლივების საკითხსაც შეეხონ. საკითხზე საუბრისას, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, “მოვლენების გასწრება საჭირო არ არის, დაველოდოთ მოლაპარაკებების დასრულებას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები