ბელარუსში უკრაინული დროშის აღმართვისთვის 6 პირი დააკავეს

მინსკში ექვსი მამაკაცი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძზე უკრაინისა და ბელარუსის ოპოზიციის დროშის აღმართვისთვის დააკავეს.

ქვეყნის შსს-ში განაცხადეს, რომ დაკავება ოქტომბრის დასაწყისში მოხდა.

საგამოძიებო-სამძებრო ღონისძიებების გატარების შედეგად დაკავებულები არიან 34-36 წლის ასაკის მამაკაცები.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მამაკაცებმა საპროტესტო აქციის ჩატარება ერთობლივად გადაწყვიტეს.

“მათგან ერთ-ერთმა ამსახველ ფაქტს ფოტო გადაუღო და ექსტრემისტულ ონლაინთემებში განათავსა. დადგინდა, რომ დაკავებულებს უკანონო ტელეგრამის არხები ჰქონდათ გამოწერილი, კომუნიკაციას ჩატებში ახორციელებდნენ და 2020 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები