Tasnim: ირანი და რუსეთი თავისუფალ ეკონომიკურ ზონას შექმნიან
ირანი და რუსეთი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ირანის თავისუფალი ზონების უმაღლესი საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ნასრულა იბრაჰიმიმ განაცხადა, – წერს Tasnim-ი.
მან ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის ერთობლივი თავისუფალი ზონების ჩამოყალიბების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ირანის წევრობა. მეორე, ირანსა და რუსეთს შორის ერთობლივი თავისუფალი ზონის შექმნის შეთანხმება არსებობს.
დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი და თეირანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო და ინდუსტრიულ სფეროებში ურთიერთქმედების და თანამშრომლობის გაზრდის მიზნით, ერთობლივ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ან საინვესტიციო ზონას შექმნიან.
აღნიშნულია, რომ ამ ზონაში განვითარდება ლოგისტიკა, სატრანსპორტო ჰაბები, საბანკო, საფინანსო და საერთაშორისო ინსტიტუტები.