ვახტანგ მეგრელიშვილი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საქართველოში პრობლემა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვაა.
“საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინც არ უნდა ითხოვდეს. ჩვენი პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა. არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა ავუკრძალოთ. ეს არანაირ შედეგამდე არ მოგვიყვანს, პირიქით, პრობლემას სხვაგან გადავიყვანთ. ვერასოდეს ვერ მოვაგვარებთ, ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს. “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები