სოჭში დღეს ფაშინიანის, ალიევის და პუტინის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

სოჭში დღეს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა გაიმართება.

სომხეთის პრემიერის პრესსამსახური იტყობინება, რომ ნიკოლ ფაშინიანი სოჭში უკვე ჩავიდა. თავდაპირველად, დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმილია სამმხრივი ფორმატი.

28 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ​სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე იმუშაოს იმ პრინციპების და პარამეტრების საფუძველზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ იყო შეთავაზებული.

„სექტემბრის დასაწყისში სომხეთი დათანხმდა, იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი საბაზისო პრინციპებისა და პარამეტრების საფუძველზე და მზად არის, ეს სოჭში დაადასტუროს. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს თავის შეთავაზებებს“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.

მანამდე, შეხვედრის საკითხის კომენტირებისას სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა თქვა, „ველოდები, რომ კუხოს-ს და ჩვენს ძირითად პარტნიორს ესმით, რომ სომხური ინტერესების ხაზი გაწყდა. ჩვენ აღარ შეგვიძლია და არც დავიხევთ უკან. ყველაფერს გავაკეთებთ სომხეთისა და არწახის ინტერესების დასაცავად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები