ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს

კიევში საჰაერო განგაში ხმაა, დილიდან ოკუპანტები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს უტევენ.

ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას მოუწოდებს – დარჩნენ თავშესაფრებში. მისი აზრით, განმეორებითი სარაკეტო იერიშს ალბათობა რჩება.

მისი ინფორმაციით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად, დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

“ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგება შეწყდა. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა”, – დაწერა მან.

ასევე, აღნიშნულია იერიშების შესახებ კევის რეგიონში.

როგორც კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ დაწერა, “სარაკეტო თავდასხმა გრძელდება. საჰაერო თავდაცვა მუშაობს სამიზნეებზე. დარჩით თავშესაფრებში!”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები