ირანის რამდენიმე ქალაქში სტუდენტებმა უმაღლეს სასწავლებლებში საპროტესტო აქციები გამართეს
ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თეირანის უნივერსიტეტებში, ასევე, მაშჰადში, ზანჯანში, ერაკში, ქურთისტანში, სენენდეჯში, ისპაჰანში, მაზანდარანში, შირაზში, ჰამადანსა და ყაზვინში საპროტესტო აქციები გამართეს.
Anadolu-ს ინფორმაციით, დემონსტრანტები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და საპროტესტო აქციებში დაკავებული მეგობრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ერაკის უნივერსიტეტის საერთოსაცხოვრებელში მყოფი სტუდენტების წინააღმდეგ ძალოვანებმა, სავარაუდოდ, ძალა გამოიყენეს, მათ შორის – ტრავმული იარაღის გამოყენებით.
რანი მასობრივმა აქციებმა სექტემბრის მეორე ნახევარში მოიცვა, მას შემდეგ – რაც 16 სექტემბერს ცნობილი გახდა 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შესახებ, რომელიც 13 სექტემბერს “მორალის პოლიციამ” დააკავა და ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო სასტიკად სცემა. მიღებული ტრავმებით, ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა.