ანდრია გვიდიანი – ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: არ ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება რაღაც შედეგზე გავა – პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, საფუძველშივე განწირულია
მე არ ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება რაღაცა შედეგზე გავიდეს. რადგან, პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, საფუძველშივე განწირულია, – ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებელის“, „დროას“ და „გირჩი მეტი თავისუფლებას“ ერთობა შეაფასა.
„ეს ადამიანები ზუსტად გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ, რადიკალურ-ობსტრუქციულ პოლიტიკას. მე მათი გამოცვლის იმედი არ მაქვს. ისინი აპირებენ ზუსტად იმის გაგრძელებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ ცალ-ცალკე და ახლა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდებიან და იმავეს გააგრძელებენ.
ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ამ პოლიტიკაზე, რასაც ისინი ატარებენ, ქართული საზოგადოების მხრიდან ეს დაკვეთა არ არის“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.