ლავროვი: პუტინი მზადაა დასავლეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არსებობს პირობები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ჯერ კიდევ მზადაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მზად ვართ დასავლეთთან სასაუბროდ დაძაბულობის შესამსუბუქებლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მივიღებთ რეალისტურ შეთავაზებას, რომელიც თანაბარუფლებიან მიდგომებზე იქნება დაფუძნებული“,- განაცხადა ლავროვმა.