კონსტანტინე ზარნაძემ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა  დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ  ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში საუბარი იმ პროექტებს შეეხო, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გლდანის რაიონში განხორციელდა.

“როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ანგარიშის მოსასმენად ლიბანის სკვერში  მისულ  მოქალაქეებს განუცხადა, საანგარიშო პერიოდში, გლდანის რაიონის გამგეობამ გზის მოწყობის კაპიტალური სამუშაოები 16 მისამართზე აწარმოა; 61 მისამართზე  გზის ორმოული/ფრაგმენტული შეკეთება განხორციელდა;  5 ქუჩა მოიხრეშა; საკანალიზაციო ქსელი 7,  სანიაღვრე ქსელი კი  9 მისამართზე მოეწყო.

ამას გარდა, კონსტანტინე ზარნაძის თქმით, გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩასა და სარაჯიშვილის გამზირზე, დედაქალაქის მერიის მიერ  2 მუნიციპალური სკვერი  მოეწყო. ამჟამად კი, ლიბანი-სარაჯიშვილის ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რაიონულმა გამგეობამ კი 11 სკვერი მოაწყო.

როგორც გლდანის რაიონის მაჟორიტარმა მოსახლეობას განუცხადა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები  56 მისამართზე ჩატარდა; ლიფტის რეაბილიტაცია   20 მისამართზე განხორციელდა; შიდა კომუნიკაციები  23 მისამართზე მოწესრიგდა; საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები  24 მისამართზე, 9 მისამართზე კი სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა. ჯამში, საანგარიშო პერიოდში,  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სამუშაოების შესასრულებლად, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 3 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, კონსტანტინე ზარნაძის თქმით, რაიონული გამგეობის სოციალური მიმართულების ფარგლებში,  სამედიცინო მომსახურება  7900-ზე მეტ მოქალაქეს დაუფინანსდა, ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2580 მოქალაქემ მიიღო,  უფასო სასადილოს მომსახურებით   7242 ბენეფიციარმა ისარგებლა, 250 ოჯახი  გამგეობამ შეშით უზრუნველყო, ხოლო  ქირის საფასური  79 ოჯახს დაუფინანსდა. როგორ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, ჯამში სოციალური მიმართულებით  გამგეობის ბიუჯეტიდან  5 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

გარდა უკვე განხორციელებული სამუშაოებისა კონსტანტინე ზარნაძემ გლდანის რაიონში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის საკრებულოს პიარსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები