შოთა ბურჯანაძე: დღეს ბიზნესს მოთხოვნა არ აქვს კვალიფიკაციაზე, მუშახელზეა საუბარი, ხალხს მუშაობა არ უნდა
საოცარი რეალობაა, რომ ერთ მხარეს არის უმუშევართა დიდი ნაკადი და მეორე მხარეს გვაქვს მოთხოვნილება, რომელიც ვერ კმაყოფილდება, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ადამიანებს ვერ ვნახულობთ, რომლებსაც სურვილი ექნებოდათ, რომ დასაქმდნენ. ეს პრობლემა დგას. ყველა სფერო ითხოვს დღეს ადამიანს და ვინმეს თუ რამე შესაძლებლობა აღმოაჩნდა, რომ დასაქმდეს, ვინ უყურებს, იმას საერთოდ რა კვალიფიკაცია აქვს? დღეს ბიზნესს მოთხოვნა არ აქვს კვალიფიკაციაზე. კვალიფიკაციის მოთხოვნა რომ იყოს, ეს ძალიან კარგი მოვლენა იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვაქვს. მუშახელზეა საუბარი. ხალხს მუშაობა არ უნდა. პარადოქსია ხომ? რამდენი უმუშევარი გვყავს და ბიზნესი ამბობს, ხალხი მჭირდება. ამაზე მეტი პარადოქსი რა შეიძლება, არსებობდეს?!“, – განაცხადა ბურჯანაძემ.