ზელენსკი: უკვე ძნელი სათქმელია, ვინ ან რა არის პუტინი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმთან დიალოგი შეუძლებელია, ვინაიდან აგრესორმა უკრაინელი ხალხის განადგურება გადაწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ იელის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ლექტორებთან ისაუბრა.
„საერთოდ ძნელი სათქმელია, ვინ ან რა არის „პუტინი“. პუტინი დღეს – ეს ადამიანების ერთობაა, ეს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობაა „პუტინის“ ბრენდის ქვეშ, რომელიც ერის განადგურების მიზნით აგრესიული ნაბიჯებით მოდის. დღეს ჩვენ უბრალოდ არ ვართ მზად ვესაუბროთ პუტინს და საერთოდ მთელ ამ რეჟიმს“, – განაცხადა ზელენსკიმ.