უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მობილიზებული რუსი ოკუპანტები იმდენად ცუდად არიან მომზადებულნი და აღჭურვილნი, რომ შესაძლოა, რუსეთს მალე მობილიზაციის ახალი ტალღა დასჭირდეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს მტერთან ანგარიშებს აბარებენ მობილიზაციის თითქოს და დასრულების შესახებ. თითქოს და ფრონტზე რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღების გაგზავნის არასაჭიროებაზე. ჩვენ წინა ხაზზე სრულიად სხვა რამეს ვგრძნობთ. რუსეთი კი ცდილობს ჩვენს პოზიციებზე ზეწოლის გაძლიერებას მობილიზებულების გამოყენებით, მაგრამ ისინი ისე ცუდად არიან მომზადებულნი და ეკიპირებულნი, ისე უხეშად გამოიყენებიან ხელმძღვანელობის მიერ, რომ ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ: უკვე მალე რუსეთს შეიძლება ომში ხალხის ახალი ტალღის გაგზავნა დასჭირდეს.
ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ვემზადებით იმისთვის, რომ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა ომის გასაგრძელებლად ნებისმიერ ახალ შესაძლებლობებს ეძებს. მათ შორის მისი თანამზრახველების წყალობით – ირანში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ განუცხადა.