რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა.
შოიგუს თქმით, 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია.
როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი პოლიგონზე სამხედრო მომზადებას გადიან.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, უკრაინაში გაგზავნილთა ნახევარი – 41 000 – უკვე მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ 21 სექტემბერს განაცხადა.