ნენსი პელოსის სახლში უცნობი პირი შეიჭრა და მის ქმარს თავს დაესხა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის, სან-ფრანცისკოს სახლში უცნობი პირი შეიჭრა და მის ქმარს, პოლ პელოსს დაესხა თავს.

ამის შესახებ ნენსი პელოსის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლ პელოსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ნენსი პელოსის წარმომადგენელმა, დრიუ ჰემილმა თქვა, თავდამსხმელი დაკავებულია, მისი ქმედების მოტივი დგინდება.

ინციდენტის დროს ნენსი პელოსი სახლში არ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები