ომისა და ინფლაციის გამო, უკრაინელების რეალური ხელფასი მეოთხედით შემცირდება – უკრაინის ეროვნული ბანკი
უკრაინის ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე უკრაინაში ნომინალური ხელფასები 12-13%-ით შემცირდება, ხოლო რეალურად (ე.ი. ინფლაციის შედეგად) – მეოთხედით.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი.
საფინანსო ინსტიტუტში ამბობენ, რომ სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა ბევრად აღემატება სამუშაო ადგილებს, ხოლო დასაქმებულებს შემოსავლის სტაბილურად მიღების იმედი არ აქვთ.
აღნიშნული ფაქტორი კი აიძულებს ადამიანებს, დათანხმდნენ შრომას არა – სპეციალობით და შეამცირონ ხელფასის მოლოდინი.
Gradus-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა
თითქმის ნახევარს (49%) აქვს შემოსავალი, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ეს შემოსავალი მომავალშიც ექნება. IT სფეროში დასაქმებულების 40%-საც კი ეშინია სამსახურიდან გათავისუფლების.
უკრაინაში დღეს ახალი სამუშაო ადგილები ბევრად დაბალი ხელფასებით იქმნება, ან დასაქმებულ მოქალაქეებს შრომის ანაზღაურებას არ უზრდიან.
გარკვეულ სექტორებში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტისა და შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი დისბალანსის გამო, 2023 წელს ნომინალური ხელფასები თითქმის მესამედით გაიზრდება და ომამდელ დონეს გადააჭარბებს, ხოლო 2024 წელს – 28%-ით.
თუმცა, როგორც ბანკის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მაღალი ინფლაციისა და წარმოების დაბალი უნარის გამო, ხელფასების ზრდა რეალურ პირობებში საკმაოდ ნელი იქნება.
მაგალითად, 1-ელი ოქტომბრიდან უკრაინაში მინიმალური ხელფასი 3%-ით (6700 გრივნა-მდე) გაიზარდა მაშინ, როდესაც ინფლაცია თითქმის 25%-ს შეადგენს.