“რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რომ გაუქმდეს, ფასები მაშინვე შემცირდებოდა” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი გაუქმება ფასების მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს.

ამის შესახებ მან Kossuth Rádió-ზე ტრადიციული ეთერის დროს თქვა.

ვიქტორ ორბანის თქმით, იმის გაგება, რომ სანქციები იწვევს ენერგიაზე მაღალ ფასებს, ცვლილებებს მოიტანს მთელ ევროპაში.

მისი თქმით, ყველა ევროპული ქვეყანა, ამა თუ იმ ხარისხით, ინფლაციას განიცდის და ეს ძირითადად ევროკავშირის სანქციებით არის განპირობებული.

„თუ ენერგომატარებლებზე ფასი მოიმატებს – და სანქციები ფასების გაზრდის ფაქტორია – ვთქვათ, ორჯერ ან სამჯერ, მაშინ ეს ორჯერ ან სამჯერ გაზრდის ინფლაციას. ასე რომ არის პირდაპირი კორელაცია ენერგიის მაღალ ფასებსა და იმ ჩეკების ღირებულებას შორის, რომელიც მაღაზიაში ვიხდით.

სანქციები რომ არ იყოს, ვთქვათ, ხვალ დილით, ფერიამ ჯადოსნურად რომ გააუქმოს ისინი, აღმოვაჩენდით, რომ ფასები, ანუ ინფლაციის ტემპები მაშინვე შემცირდებოდა ორჯერ ან მეტით”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები