სტამბოლში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი
სტამბოლის ინდუსტრიულ ზონაში აფეთქება მოხდა.
თურქული ტელეარხის – Haber-ის ცნობით, ერთი ადამიანია დაღუპული და ორი – დაშავებული.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია
“იკიტელი ესენლერის ინდუსტრიულ ზონაში, გაურკვეველი მიზეზით, აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა”, – იტყობინება ტელეარხი.