“სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე იმუშაოს” – ფაშინიანი
სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე იმუშაოს იმ პრინციპების და პარამეტრების საფუძველზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ იყო შეთავაზებული, – დაწერა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ტვიტერში“.
„სექტემბრის დასაწყისში სომხეთი დათანხმდა, იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი საბაზისო პრინციპებისა და პარამეტრების საფუძველზე და მზად არის, ეს სოჭში დაადასტუროს. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს თავის შეთავაზებებს“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.
31 სექტემბერს სოჭში სომხეთის პრემიერმინისტრის – ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის – ილჰამ ალიევის და კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.