ფხენიანმა ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
სამხრეთ კორეის სამხედროებმა დააფიქსირეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ამის შესახებ Yonhap-ი იტყობინება.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების კომიტეტში განაცხადეს, რომ გაშვება განგუონის პროვინციის დონგჩონის რაიონიდან, ადგილობრივი დროით 11:59 და 12:18 საათზე დაფიქსირდა.
მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტებმა მაქსიმალური სიჩქარით, 230 კმ-ით იფრინეს.
ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა უკანასკნელად 14 ოქტომბერს გაუშვა.