“არ გვჭირდება უკრაინაზე ბირთვული დარტყმა” – ბაიდენი პუტინის ამ სიტყვებს სკეპტიკურად უყურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სკეპტიკურად აღიქვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ ის უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს.

27 ოქტომბერს, ვალდაის სადისკუსიო კლუბში სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან ომში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს.

“ჩვენ არ გვჭირდება ბირთვული დარტყმა უკრაინაზე, ამას აზრი არ აქვს – არც პოლიტიკური და არც სამხედრო“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ არასოდეს არაფერი უთქვამს “რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ”.

NewsNation-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ „თუ მას არ აქვს მსგავსი განზრახვა, რატომ აგრძელებს ამაზე ლაპარაკს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების უნარზე?”

CNN-თან საუბარში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ რუსეთი, შესაძლოა “ბინძური ბომბის” გამოყენებას განიხილავდეს და ქმნის საბაბს, რომ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს.

ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ამის არანაირი ნიშნები ჯერ არ უნახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები