ილონ მასკს რუსი პენსიონერები უკრაინაში თანამგზავრების ჩამოგდებით ემუქრებიან და თავშესაფარს რუსეთში სთავაზობენ (ვიდეო)

სოციალურ ქსელში რუსი პენსიონერების ვიდეომიმართვა ვრცელდება, რომელშიც სამი რუსი ხანდაზმული ქალი SpaceХ-ის დამფუძნებელ ილონ მასკს Starlink-ების ჩამოგდებით ემუქრება და, უკრაინაში საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, რუსეთში თავშესაფარს სთავაზობს.

“წამოიღე ყველა შენი თანამგზავრი უკრაინიდან და მოდი ჩვენთან, ამის სანაცვლოდ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი პოლიტიკურ თავშესაფარს მოგცემს და შენ არ ინანებ, გაიგე?გელოდებით რუსეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავანადგურებთ, უკეთესი იქნება შენთვის? რა თქმა უნდა, არა.

ილონ, დაფიქრდი, თუ შენი თანამგზავრები რამეს დაბომბავენ, იმაზე მეტს დაკარგავ, ვიდრე ჩადე. შენი რეპუტაცია დაეცემა. ამიტომ, ჩვენი დაჟინებული რჩევით, იქიდან უნდა წამოხვიდე. ჩვენ შენს მხარეს ვიქნებით. თუ მოგვისმენ, ჩვენი ადამიანი გახდები.

განათლებული ადამიანი ხარ, ისტორია წაიკითხე და გაიგე, რომ ყირიმი ოდითგანვე რუსეთს ეკუთვნოდა, რამდენი სისხლი დაღვარა რუსეთმა მისთვის. გუშინ “ტვიტერი” იყიდე, მაგრამ გაითვალისწინე, რომ თქვენთან, შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი ღვივდება და შენ მალე ძალიან ძალიან დაგცხება”, – ამბობენ მიმართვაში რუსი პენსიონერი ქალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები