მილანის მახლობლად, სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

მილანის მახლობლად, სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა ექვსი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამის მდგომარეობა კი მძიმეა.

ამასთან, დაჭრილებს შორის არის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ ფეხბურთელი პაბლო მარი.

როგორც ცნობილია, თავდასხმა სუპერმარკეტ „კარფურში“ მოხდა, გარდაცვლილი კი მარკეტის მოლარეა.

დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გამოძიება ტერორისტულ მიზანს გამორიცხავს.

თავდამსხმელი 46 წლის იტალიის მოქალაქეა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებმა დააკავეს და ადგილზე მისულ პოლიციას გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები