სერგეი გაიდაი: უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში ორი მიმართულებით წინ მიიწევენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ლუგანსკში 2 მიმართულებით – სვატოვისა და კრემენსკის მიმართულებით წინ მიიწევენ, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსი დამპყრობლები ბელოგოროვკას მიმართულებით შეტევას ცდილობენ, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ყველა მათი მცდელობა მოიგერიეს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში ორი მიმართულებით წინ მიიწევენ. რუსები აგრძელებენ საარტილერიო შეტევებს დეოკუპირებული სოფლების მიმართულებით, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა რჩება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოხუცები არიან“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები