თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კომერციულ თანამგზავრებზე თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკა რუსეთს პასუხს გასცემს
თეთრი სახლი პირობას დებს, კომერციულ თანამგზავრებზე თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკა რუსეთს პასუხს გასცემს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პასუხი მოჰყვება.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არსებობს საჯარო მონაცემები, რომლის თანახმადაც, რუსეთი თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დაუფლებისკენ ისწრაფვის.