„დასავლეთი სანქციებს კონკურენტების შესაჩერებლად იყენებს“ – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი კონკურენტების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების და „ფერადი რევოლუციების“ გამოყენებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, დასავლეთი აზიის მზარდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალასთან სამართლიან კონკურენციას ვერ გაუძლებს.
„დასავლეთის ქვეყნებმა საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული წესები უგულებელყვეს, რათა თავიანთი დომინირება შეენარჩუნებინათ და შეეჩერებინათ ის, რასაც მათ „მეორე კლასის ცივილიზაციები“ უწოდეს“, – განაცხადა პუტინმა.