“რუსეთმა კი არა, დასავლეთმა მოიტანა მსოფლიოში არსებული ვითარება და უკრაინის მოვლენები, მათ შორის, სპეცოპერაცია” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინაშ დღეს არსებული ვითარება, ასევე, რუსეთის მეზობელ ქვეყანაში სამხედრო აგრესია დასავლეთის ბრალია.

ამის შესახებ მან ვალდის სადისკუსიო კლუბში განაცხადა.

„ჩვენ კი არა, სწორედ დასავლეთმა მიგვიყვანა დღევანდელ ვითარებამდე, იმაზე – რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ მოვახდინეთ იქ სახელმწიფო გადატრიალება, რამაც მთელი რიგი ტრაგიკული მოვლენები გამოიწვია, მათ შორის, ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია?”, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, “რუსეთს დონბასთან მიმართებით რაღაც უნდა გაეკეთებინა, რაღაც უნდა გადაგვეწყვიტა, მაგრამ დამოუკიდებლობის აღიარება და მიტოვება მიუღებელია. დამოუკიდებელი დონბასი რუსეთის შემადგენლობაში მისი მიერთების გარეშე ვერ გადარჩებოდა.

ხშირად ვფიქრობ მათზე, ვინც სპეციალური ოპერაციის დროს დაიღუპა.

დასავლელი კურატორების მხარდაჭერით, კიევის რეჟიმმა მინსკის შეთანხმებებზე უარი საჯაროდ განაცხადა”, – თქვა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები