“რუსეთი არ აპირებს, გახდეს ახალი ჰეგემონი” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ “ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მათი ამპარტავნების მიღმა ვერ ამჩნევს, რომ უკვე გახდნენ ვასალები, ხშირად – ხმის უფლების გარეშე”.

ამის შესახებ მან ვალდაის კლუბში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

ამ ჭრილში კრემლის ლიდერი ამბობს, რომ “რუსეთი არ აპირებს, გახდეს ახალი ჰეგემონი”.

“მე დემოკრატიული ურთიერთობების მომხრე ვარ ერთმანეთის თანაბარი ინტერესების გათვალისწინებით და არა – “ოქრო-მილიარდების”.

რუსეთი ვერასოდეს იქნება განადგურებული და არასდროს გადაიქცევა გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღად.

მომავალი ათწლეული ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ”, – თქვა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები