საქართველოს სავაჭრო პალატას სამხრეთ აფრიკის დელეგაცია სტუმრობდა
საქართველოს სავაჭრო პალატისა და სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის (DIRCO) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ბიზნესმისიების ორგანიზება და მემორანდუმის გაფორმება განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდასა და ინვესტიციების მოზიდვაზე.
შეხვედრის დასასრულ, მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.