“რუსები უკან დახევის მომენტისთვის ტერაქტებს ამზადებენ, მათ შორის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის, შესაძლო აფეთქებით” – უკრაინის გენშტაბი

რუსეთის სარდლობა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დახევის დროს ტერაქტების სერიას ამზადებს, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ალექსეი გრომოვმა.

ბრიფინგზე გრომოვმა ოკუპანტების რამდენიმე სავარაუდო სცენარი დაასახელა.

“დიდი ალბათობით, უკან დახევის დროს მტერმა მასობრივი ევაკუაციის გარდა შესაძლოა, ტერაქტების სერიას მიმართოს საცხოვრებელი რაიონების აფეთქებით, ოკუპირებული ტერიტორიების “მიწასთან გასწორებით”, დააზიანოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გრომოვმა.

„ბინძურ ბომბთან“ დაკავშირებით რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციის გათვალისწინებით, გენერალური შტაბი არ გამორიცხავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას „მისი მწყობრიდან საბოლოოდ გამოყვანის და ადგილობრივი ტექნოგენური კატასტროფის პროვოცირების გზით, უკრაინის შემდგომი დადანაშაულების მიზნით”.

„რუსებს ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შედეგებიც აქვთ გათვალისწინებული, დასავლეთისკერ ქარის მიმართულების ჩათვლით“, – დააზუსტა გრომოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები