ლევან ქარუმიძე: აშშ-ის ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონალური სამშვიდობო ინიციატივები

“აშშ-ის ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონალური სამშვიდობო ინიციატივები”, – ამის შესახებ ​პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

“ამ ომს მასზე არანაირი გავლენა არ აქვს; თუმცა, ამ ომს პირდაპირი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე ევროპაში. თუ ადამიანს არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, მინიმუმ, უნდა ეცადო, რომ ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო. უკრაინელი ხალხი იპოვის სამართალს და რუსეთი დაისჯება იმ ბოროტების გამო, რომელსაც ის ავრცელებს. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობას ვერ ექნება ალტერნატივა. თუ ჩვენ გვინდა ძლიერი ევროპა, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავამკვიდროთ მშვიდობა!'”, – წერს ქარუმიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები