“ჩინეთმა და აშშ-მა გლობალური სტაბილურობის გასაუმჯობესებლად თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ” – სი ძინპინი
ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა ურთიერთქმედება და თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ, ხელი შეუწყონ მსოფლიოში უფრო მეტ სტაბილურობას და მდგრადობას, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობის ეროვნული კომიტეტის ყოველწლიური ვახშმის მონაწილეებისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსც ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზია ციტირებს.
წერილში სი ძინპინი ამბობს, რომ დღეს მსოფლიოში რთული ვითარებაა.
„როგორც დიდმა სახელმწიფოებმა, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიერონ ურთიერთქმედება და თანამშრომლობა, რაც დაეხმარება მსოფლიოში სტაბილურობისა და მდგრადობის ამაღლებას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებას“, – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა, იმუშაოს შეერთებულ შტატებთან, რომ იპოვოს სწორი გზა ორ ზესახელმწიფოს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე.