“უკრაინაში სამოქალაქო ომია, რომელშიც რუსეთი, სავარაუდოდ, არ არის დამნაშავე” – უნგრეთის მთავრობა სკოლის სახელმძღვანელოდან სკანდალურ ჩანაწერს ამოიღებს

უნგრეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ მე-8 კლასის გეოგრაფიის ონლაინ სახელმძღვანელოს შინაარსს გამოასწორებს, რომელშიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას “სამოქალაქო კონფლიქტს” უწოდებს, რომელიც გაღვივებულია რუსეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ.

ამის შესახებ გამოცემა InfoPost-ი იტყობინება.

Infopost-ის ცნობით, სკანდალური სახელმძღვანელო ჯერ კიდევ 2018 წელს, 2014 წელს რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ დამტკიცდა.

სახელმძღვანელოს მიხედვით, უნგრელ მოსწავლეებს არწმუნებენ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია, რომელშიც რუსეთი, სავარაუდოდ, არ არის დამნაშავე.

ტექსტს ახლავს ნახატი, რომელზეც ჩანს, რომ უკრაინას შუაზე გლეჯენ რუსული დათვი და მამაკაცები აშშ-ისა და ევროკავშირის სიმბოლოებით. ამასთან, მოსწავლეებს ეკითხებიან: “რომელ (მათგანს) უნდა ეკუთვნოდეს უკრაინა?”

რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვლის შეჭრიდან სახელმძღვანელოს ამ ჩანაწერმა საზოგადოების კიდევ უფრო დიდი აღშფოთება გამოიწვია და ქვეყნის განათლების სახელმწიფო სამდივნომ ინსტრუქცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ონლაინ სახელმძღვანელოდან ამოიღებენ ასეთი ჩანაწერის შემცვლელ გვერდს.

როგორც უკრაინის ასოციაცია „ერთიანობის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორია პეტროვსკაიამ აღნიშნა, სახელმწიფო სამდივნოს მათთვის ტექსტის ახალი ვერსიის პროექტით ჯერ არ მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები