ბირთვული საფრთხე – CIA-ს უფროსი, უილიამ ბერნსი ოქტომბერში კიევს საიდუმლოდ ეწვია
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა.
CNN-ის ინფორმაციით, ბერნსმა შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის სხვა მაღალჩინოსანთან გამართა.
“უკრაინაში ყოფნისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზაობა, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, სადაზვერვო მონაცემების უწყვეტი გაცვლა-გამოცვლაში“, – განუცხადა ტელეკომპანიას აშშ-ის მთავრობაში წყარომ.
თუმცა, CNN-ის ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ვიზიტი რუსეთის ბირთვული შანტაჟის ფონზე შეერთებული შტატების შიშს უკავშირდებოდა. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევენ, რომ 24 თებერვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ყველაზე მაღალია.