ნოდარ ხადურმა და ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელებმა საგადასახადო კოდექსში ახალი ცვლილებების პროექტი განიხილეს

  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეების შეხვედრაზე მთავარი თემა ფინანსთა სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები იყო, რომელიც საგადასახადო კოდექსში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერების, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის, ბიზნესის, ადგილობრივი და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა: სასტუმრო ბიზნესის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ცვლილებაზე, რომელიც ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმების გამარტივებას ეხება მცირე მეწარმეთათვის ისეთ მნიშვნელოვან შეღავათებზე, როგორიც საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული, დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის ჩამოწერა და 5000 ლარამდე დავალიანების უზრუნველყოფის გარეშე ერთი წლით გადავადებაა, ასევე, 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხისა (თუ მას შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება) და 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმა-საურავის ჩამოწერაზე (აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით), ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისკენ და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ მიმართულ ცვლილებაზე, რომელიც შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-სგან გათავისუფლებას გულისხმობს; ფინანსთა მინისტრისთვის საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად, შემცირდება საგადასახადო დავების რისკები, მეწარმეს შეეძლება გაეცნოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილებას მისთვის აქტუალურ საგადასახადო ნორმასთან დაკავშრებით და იხელმძღვანელოს აღნიშნული გადაწყვეტილებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიზნესის დაკრედიტების პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწაზე და საგადასახადო კოდექსში ბუნდოვანი მუხლების გასასწორებლად მუშაობის გაგრძელების მიზნით მოხდა სწორედ სუსტი კაპიტალიზაციის მარეგულირებელი ნორმების გადავადება 2016 წლის 1 იანვრამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები