“სომხეთს სურს, რომ ვალდებულებები შესრულდეს” – ქვეყნის პარლამენტის სპიკერი რუსეთთან ურთიერთობაზე

სომხეთი ყოველდღე ხდება თავდასხმის ობიექტი და ელოდება, რომ მის მიმართ აღებული ვალდებულებები შესრულდეს, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა.

​”სომხეთის რესპუბლიკა თავდასხმის ქვეშაა. უსაფრთხოების სისტემა, რომელშიც სომხეთი იმყოფება, აშკარა პრობლემებს ავლენს. დიდი ბოდიში, სომხეთის უსაფრთხოების გარდა ვიღაცის განწყობა არ გვაინტერესებს და ვალდებულებები, რომლებიც აიღეს პარტნიორმა ქვეყნებმა, უნდა შესრულდეს“, – თქვა მან.

სიმონიანი ამბობს, რომ სომხეთს ყოველდღიურად ესხმიან თავს, მაგრამ ისმენს მხოლოდ “სხვადასხვა ზღაპარს ცნობილი მსახიობებისგან”.

სპიკერმა გაიხსენა, რომ, „აზერბაიჯანის სექტემბრის აგრესიის შედეგად, სომხეთს ჰყავს 240 დაღუპული და ბაქო ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა“, “სომხეთი კი არც ისე დიდია, რომ გაუძლოს ამას”.

“სომხეთი არავისთან არ აფუჭებს ურთიერთობას. მას სურს, რომ მის მიმართ იყვნენ სამართლიანი, შესრულდეს საზღვრების ნაწილში აღებული ვალდებულებები. სომხეთი კი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. ეს ემოციები არ არის. აქ არის ვალდებულებები და ჩვენ მივაღწევთ მათ შესრულებას და შევეცდებით ყველა შესაძლო საშუალებით დავიცვათ ჩვენი საზღვრები“, – განაცხადა სიმონიანმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური კურსის შეცვლა, სიმონიანმა უპასუხა, “და ვინ ლაპარაკობს ამაზე?”

“შესაძლოა, რუსეთს სურს აქ პოლიტიკური კურსის შეცვლა. სომხეთს ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია“, – განმარტა სიმონიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები