პუტინმა დსთ-ს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დსთ-ს ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა.
ამის შესახებ მან დსთ-ს ქვეყნების უშიშროების ორგანოების და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან სხდომაზე განაცხადა.
“ბევრი ინციდენტი აჩვენებს, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები უნდა იქნეს მიღებული. სწორედ ეს ობიექტები, ისევე – როგორც მოქალაქეების მასობრივი თავშეყრის ადგილები, უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული”, – განაცხადა მან.