მოლდოვას საზღვარზე ელექტროენერგიის გათიშვის გამო სამმა საგუშაგომ მუშაობა შეაჩერა
მოლდოვას საზღვარზე რამდენიმე საგუშაგომ ელექტროენერგიის უქონლობის გამო მუშაობა შეაჩერა.
ამის შესახებ Newsmaker-ი წერს.
საუბარია რუმინეთთან საზღვარზე მდებარე კოსტესტი-სტინკას საგუშაგოზე, ასევე, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე გრიმანკაუტსისა და ცისმიკიოი-დოლინსკოიეს საგუშაგოებზე.
ამასთანავე, მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი დროით 11:00 საათიდან კოსტესტის საგუშაგომ მუშაობა ერთი მიმართულებით განაახლა.
მესაზღვრეები მოლდოვა-რუმინეთის საზღვარზე მოლდოვის დატოვების მსურველთა რიგი შეიქმნა.
25 ოქტომბერს მოლდოვას საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომისიამ კრიზისის დროს ელექტროენერგიის დაზოგვის ზომები დაამტკიცა.
კერძოდ, მოლდოველებს მოუწოდეს, ელექტროენერგიის გათიშვის საშიშროების გამო, ლიფტებით 07:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 23:00 საათამდე არ ისარგებლონ;
კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში ჰაერის ტემპერატურა უნდა შემცირდეს 19°C-მდე, ხოლო არასამუშაო საათებში – 15°C-მდე.
ასევე, რეკომენდებულია შენობების შიდა განათების შემცირება 30%-ით; შადრევნების, ვიტრინების განათების გამორთვა; დეკორატიული განათების და სარეკლამო ბანერების გამორთვა, ასევე, ესკალატორების გათიშვა 07:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 23:00 საათამდე.
საწარმოებს, რომლებიც ელექტროღუმელებს იყენებენ, ურჩევენ მათ გამოყენებას მაშინ, როდესაც არ იქნება პიკის საათები.
წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო კომპანიები ტუმბოების მუშაობა ისე დაარეგულირებენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ელექტროენერგიის მოხმარება 07:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 23:00 საათამდე.